ეფრემ მცირე

XI ს. II ნახევრის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. ბავშვობა კონსტანტინოპოლში გაატარა. იქვე მიიღო საფუძვლიანი განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 კატანის მონასტრის წინამძღვრად აურჩევიათ შავი მთის ქართულ კოლონიაში. იქაური ქართვ. მოღვაწეები ქართული მწერლობის აყვავაებისა და განვითარების საქმეს ემსახურებოდნენ. მათ სათანადოდ გამოიყენეს ე. მ-ის ნიჭი, დიდი განსწავლულობა და ბერძნ. წიგნების თარგმნა დაავალეს. ე. მ-მ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს; 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს. ამასთან მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება; 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები.
ე. მ-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სას. მწერლობის ყველა დარგში, კერძოდ ეგზეგეტიკური მწერლობის განვითარებაში. მან იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დამოუკიდებელი რედაქცია დავითნის კატენებისა; თარგმნა ეკლესიასტეს კომენტარები გრიგოლ ნეოკესარიელისა, ეზეკიელის მეტაფრასი, რ-საც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებდნენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის „ასკეტიკონი“ („ითიკის“ გარეშე), ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, კასიანე ჰრომაელის, პალადიოს ელენოპოლელის, თეოდორიტე კვირელისა და სხვათა ასკეტიკურ–მისტიკური თხზულებანი. ე. მ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ჰაგიოგრაფიაშიც; ტარგმნა თეოდოსი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნეოკესარიელის, იოანე დამასკელისა და სხვათა მეტაფრასული ცხოვრებანი, ჰომილეტიკური მწერლობის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის გიორგი ნიკომიდიელის, სოფრონ იერუსალიმელის, ანასტასი სინელის, ანდრია იერუსალიმელისა და სხვ. თხზულებანი, აგრეთვე ლიტურგიკული ძეგლები. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ნათარგმნი და ორიგინ. იამბიკო.
ქართ. ფილოს. აზროვნების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ე. მ-ის სახელტან. XI-XII სს. საქართველოში მან საფუძველი ჩაუყარა ფილოს. აზროვნების ორ მნიშვნელოვან ნაკადს – არისტოტელიზმს (იოანე დამასკელის მიერ გადამუშავებული სახით) და ნეოპლატონიზმს (ფსევდოდიონისე არეოპაგელის მოძღვრების სახით). იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ ეფრემისეული ქართ. ტარგმანის კომენტარებში გადმოცემულია ე. მ-ის თვალსაზრისი, რ-ის მიხედვითაც ფილოს. მნიშვნელობა შუა საუკ. აზროვნებაში განისაზღვრება თეოლოგიის თეორ. დასაბუთებით და ანტ. ფილოსოფიის საფუძველზე მისი დაცვით გარეშეთაგან, გარეშე ფილოს. წინააღმდეგ პაექრობით „მათითავე ისრითა“. იქვე ე. მ. გამოთქვამს შეხედულებას იმის შესახებ, რომ თეოლოგია და ფილოსოფია აზროვნების აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია და რომ ისინი ერთმანეთს სრულყოფენ.
შუა საუკ. ქართულ ფილოს. აზროვნებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო არეოპაგიტული მოძღვრება, რ-ის შემოტანა ქართ. სინამდვილეში დაკავშირებულია ე. მ-თან. მის მიერ თარგმნილმა არეოპაგიუტულმა კორპუსმა და კომენტარებმა დიდი როლი იტამაშა ქართ. ნეოპლატონიზმის განვიტარებაში, გააღვივა ინტერესი არეოპაგიტული მოძღვრების ანტ. წყაროებისადმი, კერძოდ, პრიკლეს მოძღვრებისადმი, რ–ის საფუძველზეც ჩამოყალიბდა შემდეგ იოანე პეტრიწია ფილოს. შეხედულებანი. არეოპაგიტიკამ და პეტრიწის ფილოს. შეხედულებებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს რუსთაველი მსოფლმხედველობას და მისი ჰუმანიზმის თეორ. საფუძვლად იქცნენ.
დიდია ე. მ-ის დამსახურება ქართ. ფილოს. ტერმინოლოგიის გამომუშავების საქმეში. ე. მ-ის მიერ შემოღებული მრავალი ფილოს. ტერმინიდღსაც იხმარება.
თხზ.: მოსახსენებელი მცირე სვმეონისათვს ლოღოთეტისა [და] თხრობაი მიზეზთა ამათ საკითხავთა თარგმანისათა, წგნ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957; უწყებაი მიზეზსა ქართველთა მოქცევსასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების, თ. ბრეგვაძის გამოც., თბ., 1959.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ი მ ი ნ ო შ ვ ი ლ ი  რ., იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები, თბ., 1966; ნ უ ც უ ბ ი ძ ე  შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე  ე., ბიზანტიურ–ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ. 1969.


ვ. ბააკაშვილი. შ. ხიდაშელი.
(ქსე, ტ. 4, გვ. 247)
Georgian