ენდრონიკაშვილი

Undefined

ენდრონიკაშვილი მერაბ, ერეკლე II-ის თანამებრძოლი. XVIII ს. 40-იან წლებში მონაწილეობდა თბილისის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. აბდულა-ბეგის დამარცხების შემდეგ ნარიყალის ყიზილბაში მეციხოვნეები გატყდნენ და უვნებლობის პირობით მეფეს დანებდნენ. ერეკლე II-მ ნარიყალა 60 კახელ მებრძოლთან ერთად ე-ს ჩააბარა 1748 წ. 22 ივნისს.

მთავარი ისაა, აქ რა დაგრჩება!

„ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე,
ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე,
გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს
მსურდა წამეღო ყველა სიამე...“

Georgian

ირაკლი აბაშიძე – 100

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება დიდ ქართველ პოეტს, აკადემიკოსს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს და საზოგადო მოღვაწეს ირაკლი აბაშიძეს.

Georgian

მათთვის, ვისაც თბილისი უყვარს...

წარმატებულად დაიწყო ქართული ენციკლოპედიისთვის 2009 წელიც. გამოიცა ყველასთვის საჭირო და სასურველი წიგნი - ენციკლოპედია თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები, რომლის პრეზენტაცია ორჯერ გაიმართა და გაშუქდა თბილისში არსებული ყველა ტელეკომპანიის ეთერით.

Georgian

ქართული დამწერლობა - გასაგები ყველასთვის

ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გაზეთ “24 საათში” 2008 წლის 20 დეკემბერს (ავტორი - სოფო კილასონია), რომელიც ეძღვნება ქართული ენციკლოპედიის კიდევ ერთ გამოცემას - “ქართული დამწერლობა”.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა “თიბისი” ბანკის სათაო ოფისში 2008 წლის 19 დეკემბერს.

Georgian

წლის გამოცემა

2008 წლის 17 მაისს „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში გაიმართა ენციკლოპედია „ქართული ენის“ პრეზენტაცია. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც წლის საუკეთესო გამოცემად შეიძლება ჩაითვალოს, გაშუქდა როგორც ტელევიზიით (ტელეკომპანია „იმედი“, რუსთავი-2 და სხვ.), ასევე პრესით.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს გამოქვეყნებული სტატიებიდან:
„ამ ენციკლოპედიის შექმნის იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა. მაშინ ამ ორგანიზაციის მთავარი რედაქტორი ბატონი ავთანდილ საყვარელიძე იყო, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – აკადემიკოსი ბესარიონ ჯორბენაძე. ენციკლოპედიური ნაშრომი რამდენიმე წლის მანძილზე მზადდებოდა“.

Georgian

ხმათა ღაღადი კოსმოსიდან...

2006 წლის 19-25 ივნისს გამოცემულ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა სტატია – „სომხებმა ამჯერად „ჩაკრულო“ და „მრავალჟამიერი“ მიითვისეს“ (ავტორი – ხათუნა პაიჭაძე), რომელშიც აღნიშნულია სავალალო ფაქტი, კერძოდ ის, რომ 2004 წელს გერმანიის ქალაქ შტუტგარდში გამოცემულ მუსიკალურ კომპაქტ-დისკში, სახელწოდებით „ტაიგის მონატრება“, საბჭოთა კავშირის ხალხთა ასი სიმღერაა შესული. მათგან ორი სიმღერა – კახური „ჩაკრულო“ და რაჭული „მრავალჟამიერი“ – სომხურ სიმღერებადაა მონათლული, ხოლო ანსამბლი „რუსთავი“ – სომხურ ანსამბლად.

Georgian

დაარსებიდან 40 წლის შემდეგ, ქართული ენციკლოპედია ახალ ისტორიას იწყებს

2006 წელს ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქციას 40 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღს დაემთხვა ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. ამ მოვლენას გამოეხმაურა, როგორც ბეჭდური მედია, ასევე ტელეკომპანიები – „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

Georgian
Subscribe to ქართული ენციკლოპედია RSS
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363