ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე

[27.XI. (9.XII). 1844, კასპი, – 12.XI.1929, თბილისი], ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი. 1865 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. 1867-იდან სწავლობდა პეტერბ. სამედ.-ქირურგ. აკადემიაში, მალე გადავიდა პეტერბ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე. 1868 სწავლობდა გერმანიაში (ისმენდა ლექციებს მიუნხენის, ტიუბინგენის უნ-ტებში), შემდეგ ავსტრიაში – ვენაში. 1871-იდან პეტერბ. უნ-ტის ქართ. ენის კათედრას განაგებდა, 1874-75 კითხულობდა ლექციებს საქართვ. ისტორიაში; 1886-იდან ამავე უნ-ტის პროფესორი, ხოლო 1922-იდან თსუ-ის პროფესორი იყო. 70-იანი წლებიდან ც. ქართ. და რუს. პრესაში აქვეყნებდა წერილებს ქართ. მწერლობის საკითხებზე 1870 გაზ. „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილების ციკლი „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“. არქივებში გამოავლინა რუს.-საქართვ. პოლიტ.-კულტ. ურთიერთობათა ამსახველი მასალები, დაიწყო ქართ. ხელნაწერთა მოძიება, აღწერა და შესწავლა. საგანგებოდ მოიარა მთელი საქართველო. 1883 გაემგზავრა საზღვარგარეთ, მოვლო პალესტინის, ათონის მთის, სინის მთის ქართ. კულტ. კერები. მიღებული შედეგებიგამოაქვეყნა 1880-94 („ცნობები საქართველოს მწიგნობრობის ძეგლებზე“, რუს. ენაზე, 3 ნაკვეთად), 1888 („ქართველ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწასა და სინაზე“, რუს. ენაზე, დაიბეჭდა კრებულში „პრავოსლავნი პალესტინსკი სბორნიკ“, ტ. 4). ც-ის მიერ წარმოდგენილი მასალა თითქმის უცნობი იყო მკვლევართათვის. მისი მეშვეობით გაეცნო მკითხველი პირველად X ს. ჰიმნოგრაფის იოანე-ზოსიმეს თხზულებას „ქაებაი ქართულისა ენისაი“. პირველად ც-მა აღწერა დათარიღებული (864) უძვ. ქართ. ხელნაწერი, ე. წ. სინური მრავალთავი. ძვ. ქართ. ხელნაწერებისა და ისტ. დოკიმენტაციის შესწავლით ც. მიზნად ისახავდა ქართ. ფილოლ. მეცნიერების ევრ. დონეზე დაყენებას. მისმა შრომებმა წარმოაჩინეს ძვ. ქართ. კულტურისა და მწიგნობრობის მნიშვნელობა.
ც-ის ნაშრომთა დიდი ნაწილი ქართ. ენათმეცნიერებას ეძღვნება. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართველურ ენათა შედარებითს შესწავლას. იცავდა კავკ. ენების მიმართ ადრე გამოთქმულ დებულებას, რომ ეს ენები არ ენათესავებიან არც ერთ ცნობილ ენატა ოჯახს; აკრიტიკებდა თეორიებს, რ-ებიც ქართ. ენას ინდოევრ. და ურალურ-ალტაურ ენათა ოჯახებს აკუთვნებდნენ. გამოაქვეყნა ქართულისა და ქართველური ენების შესწავლის ვრცელი ისტ.-კრიტ. მიმოხილვა.
ც. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში, იბრძოდა ქართ. ეკლესიის ავტოკეფალიისათვის (კრებ. „სტატიები და შენიშვნები ქართული საეკლესიო საკითხისათვის“, რუს. ენაზე, პეტერბურგი, 1912). ი. ჭავჭავაძესთან ერთად იბრძოდა აგრეთვე კატკოვის ცილისმწამებლური გამოსვლების წინააღმდეგ. რუს ენაზე თარგმნა (1878)ს.-ს. ორბელიანის „სიბრნე სიცრუისა“.
თხზ.: Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся до Грузии, т. 1, СПб., 1891; т. 2, в. 1-2, СПб., 1898-1902; Непререкаемые права Грузии на признание её государвенных границ, Тфл., 1919; О грамматической литературе грузинского языка (Критический очерк)б СПб., 1873ж Сношения России с Кавказом в XVI-XVIII столетиях, СПб 1891; Сравнительный обзор морфологии иберийской группы кавквзских языков, СПб., 1872; 2 изд., Тб., 1957.
ლიტ.: კ ი ნ წ უ რ ა შ ვ ი ლ ი კ., ალექსანდრე ცაგარელი, თბ., 1974: შ ა ნ ი ძ ე ა., პროფესორი ალ. ცაგარელი (1844-1929), „თსუ მოამბე“, 1930, ტ. 10.

ა. მარტიროსოვი. უ. სიდამონიძე. მ. ქავთარია.
(ქსე, ტ. 11, გვ. 182)
Georgian