ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი



გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1985 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დახმარებით. შემუშავდა ამ სახელების გადმოქართულების წესები სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინებით. გამოცემა განკუთვნილია პრესის, მედიის, გამომცემლობათა, განათლების მუშაკთა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
ლექსიკონის ძირითადი დანიშნულებაა გვიჩვენოს ბერძნულ და რომაულ საკუთარ სახელთა სწორი დაწერილობა. სახელთა ახსნა მოცემულია მოკლედ.
სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავჯდომარე), ი. გიგინეიშვილი. ი. ვარდოსანიძე, ქ. ლომთაძე (თავჯდომარის მოადგილე), რ. მეტრეველი (თავჯდომარის მოადგილე), ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი.
ლექსიკონი შეადგინა კ. გიგინეიშვილმა. რედაქცია გაუკეთა ი. გიგინეიშვილმა, ა. ურუშაძემ და მ. ჭაბაშვილმა. მასალის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ლიტერატურული კონტროლის რედაქტორმა ნ. ცინცაძემ.
Georgian