ენციკლოპედია „საქართველო“



ენციკლოპედია „საქართველო" მრავალტომეული სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც მიზნად ისახავს სრულად მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საქართველოსა და ქართველებზე, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ პიროვნებაზე.

„საქართველო" ანბანური წესით აგებული ენციკლოპედიაა. იგი აშუქებს ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ეს უმდიდრესი მასალა განხილულია საერთო ისტორიულ-კულტურული პროცესის კონტექსტში. ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი წარმოჩენილია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად.
ენციკლოპედია „საქართველოს" პირველი ტომი გამოიცა 1997 წელს, მეორე ტომი - 2012 წლის ბოლოს, გაყიდვაშია 2013 წლის მარტიდან.

Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363