დავით რექტორი


(დავით ალექსის ძე მ ე ს ხ ი შ ვ ი ლ ი) (1745-1824), ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი. დაახლ. 1764-65 დაამთავრა თბილ. სემინარია. 70-იანი წწ. ბოლოსა და 80-იანი წწ. დასაწყისში ერეკლე II-ის კარზე მდივან-მწიგნობარი იყო და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს. 1783 გაიოზ რექტორის რუსეთში გამგზავრების შემდეგ თელავის სემინარიაში ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 1790-იდან სემინარიის გაუქმებამდე (1801) კი მისი რექტორი. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორ. ფიზიკას, ეთიკას, მაგრამ ოფიც. სასწ. გეგმები არ აკმაყოფილებდა და ფართოდ გაშალა საგანმან. მუშაობა – სემინარიაში დააარსა ლიტ.-შემოქმედებითი წრე.დ. რ. ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი („არითმეტიკა“, „სწავლანი ოთხნაწილედნი“, ქართ. წერის დედნები და სხვ.). მეფე გიორგი XII-ის დავალებით დ. რ-ს შეუმოწმებია ნათლისმცემლის, კალოუბნის, სიონის, ქაშვეთის, მცხეთისა და ანჩისხატის სკოლები. მან შეადგინა ხელნაწერთა სია, რ-იც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელწოდებით. მასვე ეკუთვნის მეორე ბიბლიოგრაფიული ნაშრომი „ძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის“, სადაც თავმოყრილია ცნობები ძვ. ქართვ. მწერლებსა და მთარგმნელებზე. დ. რ. ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობასაც; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ს.-ს. ორბელიანის კომენტარები (დაზუსტებულია ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი დამატებულია ახ. სიტყვები თავისი განმატრებით). დ. რ-ის პოეტურ მემკვიდრეობაში შეიმჩნევა ფრანგ განმანათლებელთა იდეების კვალი და ანტონ I-ის სქოლასტიკური სკოლის გავლენა. დ. რ. დახვეწილი და ნაყოფიერი კალიგრაფი იყო. მის მიერ გადაწერილ მრავალრიცხოვან ხელნაწერთაგან აღსანიშნავია ქართ. სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია (ხელნაწერი S – 1511, 1512, საქ. სსრ მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტი).
ლიტ.: მ ი ქ ა ძ ე  გ. მასალები დავით რექტორის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, „ლიტერატურული ძიებანი“, 1961, [ტ.] 13; რ ო გ ა ვ ა  ა., სახალხო განათლება ერეკლე მეორის ხანის ქართლ-კახეთში და ანტონ პირველი, თბ., 1950; რ უ ხ ა ძ ე  ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954; ს ა ნ ი კ ი ძ ე  ქ., თელავის სემინარია და დავით რექტორი, „ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“, 1946, ტ. 6; ქართული პედაგოგიკის ისტორია, თბ., 1974; Р о г а в а А. А., Зачатки капитализма в Грузии и политика Ираклия II, Тб., 1974.
ა. როგავა.
(ქსე, ტ. 3, გვ. 341)
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363