100 ქართველი უცხოეთში

წიგნი ეძღვნება იმ ქართველებსა და ქართული წარმოშობის პირებს, რომლებმაც უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაში, მეცნიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმ ქვეყნის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცნენ, სადაც მოღვაწეობდნენ; ასევე ისინიც, რომლებმაც უცხოეთში საქმიანობით საქართველოს გაუწიეს ფასდაუდებელი სამსახური. მოძიებული მასალა გამოცემაში სრულად ვერ აისახებოდა, ამიტომ შეირჩა 100 გარდაცვლილი, გამოჩენილი მოღვაწე.
სარედაქციო კილეგია: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ვალერი სილოგავა, გოჩა ჯაფარიძე, ზურაბ აბაშიძე, გიორგი ლორთქიფანიძე.
წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ მუდმივი და უანგარო მხარდაჭერით; თიბისი ბანკისა და მისი ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის, ასევე „მაკდონალდსი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით; ბატონ თამაზ სომხიშვილის უანგარო თანადგომით.


Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363