მთავარი » საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი
საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი
გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 2009 წელს. ლექსიკონი მომზადდა პირველი 1987 წლის გამოცემის საფუძველზე. ასევე გამოყენებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2002 წელს გამოცემული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფის ცნობარი, 2005 და 2006 წლების ზოგადგეოგრაფიული და პოლიტიკურ–ადმინისტრაციული რუკები, შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა და სხვ.
გამოცემა მოიცავს ყველა დასახლებული პუნქტის, მნიშვნელოვანი ქედების, მთების, მწვერვალების, უღელტეხილების, მდინარეების, ტბების, დაცული ტერიტორიებისა და სხვა ობიექტების სახელწოდებებს, სულ 9500–მდე ტოპონიმს.
ლექსიკონში ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტამდე არსებული მონაცემები.
სარედაქციო კოლეგია: ზ. აბაშიძე (კოლეგიის თავმჯდომარე), შ. აფრიდონიძე, ნ. ბოლაშვილი, რ. გობეჯიშვილი, ც. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, ა. საყვარელიძე, პ. ცხადაია.
სარედაქციო ჯგუფი: ნ. გიოშვილი, ც. ვაშაკიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი), ე. ლოლუა, ნ. ქაფიანიძე.
გამოცემა მიზნად ისახავს მოგვაწოდოს გეოგრაფიული სახელწოდებების დაწერილობის სწორი ფორმა და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.