საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი



გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1987 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მონაწილეობით. სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავმჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთათიძე, ა. საყვარელიძე, ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი. რედაქტორები: შ. აფრიდონიძე, თ. ზურაბიშვილი.
ლექსიკონის მიზანია გეოგრაფიულ სახელთა სწორი ქართული დაწერილობის დანერგვა. იგი გათვალისწინებულია გეოგრაფების, კარტოგრაფების, უმაღლესი და საშუალო სკოლის მასწავლებლების, გამომცემლობათა მუშაკების, ჟურნალისტებისათვის და დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
გამოცემა მოიცავს უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული ობიექტებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სახელწოდებებს (დაახლოებით 9 300 ერთეული).
ლექსიკონი მოამზადა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო ჯგუფმა ი. გიგინეიშვილის, მ. ჭაბაშვილისა და კ. გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით.
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363