გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1986 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ლექსიკოლოგიის განყოფილებაში).
სარედაქციო კოლეგია: ი. აბაშიძე, რ. მეტრეველი (მთავარი რედაქტორის მოადგილე), არნ. ჩიქობაძე (მთავარი რედაქტორი), შ. ძიძიგური, მ. ჭაბაშვილი (მთავარი რედაქტორის მოადგილე).
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული ემყარება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულს (1950-1964 წწ.), რომლის 112.949 სალექსიკონო ერთეულიდან შეირჩა 60.000-მდე სიტყვა. ერთტომეულის დამუშავებისას შემცირდა სამეცნიერო ტერმინების, ძველი და დიალექტური სიტყვებისა და უცხო სიტყვათა რაოდენობაც. ცალკეული სიტყვების განმარტებებედან ამოღებულია ზოგიერთი მნიშვნელობა. შემოკლდა სიტყვათა გრამატიკული დახასიათება. ერთტმეულს დაემატა 800-მდე სიტყვა, რომლებიც გამოვლინდა დიდი ლექსიკონის გამოსვლის შემდეგ.
ერთტომეული შედგენილია ისეთივე პრინციპით, როგორიც შეიმუშავა მთავარმა რედაქტორმა არნ. ჩიქობავამ და საფუძვლად დაედო რვატომეულს.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულის გამოცემის შემდეგ გაირკვა, რომ მისი ტირაჟი - 60 ათასი ეგზემპლიარი - საკმარისი არ იყო დაინტერესებული მკითხველისათვის. მისი ხელმეორედ გამოცემის საჭიროება ქართული ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამაშიც აისახა.
1990 წელს გამოიცა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" ერთტომეულის სტერეოტიპული გამოცემა. იმისათვის, რომ გამოცემა გამოსაყენებლად მოხერხებული ყოფილიყო, წიგნი ორ ნაკვეთად გაიყო.