[24,XII (5.I). 1852, სოფ. კულდღელაური, ახლანდ. თელავის რ-ნი, – 24.VIII.1924, თბილისი], ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა ჯერ თელავის, შემდეგ დედოფლისწყაროს სამხ. სასწავლებელში. 1870 შევიდა თბილ. საოსტატო სემინარიაში, რ-იც მალე გადაკეთდა ალექსანდრეს სახ. სამასწავლებლო ინ-ტად. სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა და მოღვაწეობდა ზაქათალაში, თელავსა და ახალქალაქში, 1897-1906 წლებში – თბილისში. 70-იანი წლებიდან თანამშრომლობდა ქართ. პერიოდ. პრესაში. ავტორია სასკოლო სახელმძღვანელოებისა, პოპულ. სამედ.-საყმაწვილო წიგნებისა. გამოსცა „სალარო ცოდნისა“, „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (2 ტომად, 1898-99), ალბომი „ქართველთა ტომი“ (1896), „გამოსადეგი ცნობარი“ (6 წიგნად, 1902). რედაქტორობდა ჟურნ. „მოგზაურს“ (1901-იდან), გაზ. „სინათლეს“ (1910-იდან).
ლიტ.: ი ა ნ ვ ა რ ა შ ვ ი ლ ი ლ., ივანე როსტომაშვილის ცხოვრება და საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა, თბ., 1975; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953.
ი. ლორთქიფანიძე.
(ქსე, ტ. 8, გვ. 448)