პეტრიაშვილი ვასილ მოსეს ძე

[20.II. (4.III). 1842, სოფ. წალასყური, ახლანდ. გარდაბნის რ-ნი, – 26.VII (8.VIII), 1908, კარლსბადი, ახლანდ. კარლოვი-ვარი, ჩეხოსლ. სრ.], ქართველი ქიმიკოსი. 1865 დაამთავრა თბილ. სასულიერო სემინარია და ჩაირიცხა ნოვოროსიისკის უნ-ტში (ოდესა), იურიდ. ფაკ-ტზე. პ. დაინტერესდა ქაიმიითა და იმავე წელს გადავიდა ფიზიკა.-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბაზე. უნ-ტის დამთავრებიშ შემდეგ (1870) მუშაობდა იქვე, ტექ. ქიმ. კათედრაზე; 1874-იდან დოცენტი, 1879-იდან პროფესორი; 1905-07 ნოვოროსიის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის დეკანი, ამავე უნ-ტის რექტორი (1907). 1873 მივლინებული იყო ბონში, ფ. ა. კეკულეს ლაბორატორიაში, 1878-81 კი – პარიზში პ. ე. მ. ბერთლოსა და შ. ვიურცთან. 1870-ისან მუშაობდა ორგ. ქიმ. დარგში. შეისწავლა მრავალი აზონაერთი და დაადგინა მათი აგებულება. პ-ის შრომათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქსი- და დიოქსილიმონმჟავათა აღნაგობის დადგენა. მან დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი, ეს ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეხედულებებს და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ორგ. ქიმიისათვის. პ-მა შეძლო დაემტკიცებინა, რომ რეაქციის სიჩქარე დამოკიდებულია ნივთიერებათა კონცენტრაციაზე. მან ცდებით დაამტკიცა, რომ რეაქციის სიჩქარე კლებულობს მორეაგირე ნივთიერებათა განზავებისა და დროის მიხედვით.
პ. დიდად იყო დაინტერესებული სას.-სამ. პროდუქტების ტექნოლ. და აგროქიმ. საკითხებით. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი „ძმრის წარმოება“, მრავალი სამეცნ. სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე.
პ. თანამშრომლობდა ქართ. პერიოდულ პრესაში. გაზ. „დროებაში“, აქვეყნრბდა პუბლიც. წერილებს პოლიტ., სოც. და ეკონ. საკითხებზე, ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას. როგორც მისი წერილებიდან ჩანს, იგი თავისი შეხედულებით ახლოს იდგა თერგდალეულებთან. პ-ს ბელეტრისტული ნაშრომებიც აქვს.
პ-ს ურთიერთობა ჰქონდა მარავალ გამოჩენის ქართველ მოღვაწესთან _ აა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვ.
ლიტ.: ვასილ პეტრიაშვილი (კრებული), თბ., 1950; იმნაძე დ., პროფ. ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი, თბ., 1944; ნ ი კ ო ლ ა ძ ე რ., ორი მეგობარი, „მნათობი“, 1944, #1, 2; წ უ ლ ა ძ ე ე., ორი ქიმიკოსი, თბ., 1965; К а к а б а д з е В. М., В. М. Петриашвили (Петриев). К 100-летию со дня рождения, „Успехи химии“, 1946, т. 15, в. 1.

კ. ჯაფარიძე.
(ქსე, ტ. 8, გვ. 46)
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363