უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი



გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1989 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მონაწილეობით.
სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთაძე, ა. საყვარელიძე, ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, მ. ჯორბენაძე.
გამოცემაში შესულია საკუთარი სახელები, რომლებიც გვხვდება ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა და დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში.
ლექსიკონის ძირითადი დანიშნულებაა, მიაწოდოს მკითხველს, ამა თუ იმ უცხოური სახელის სწორი დაწერილობა ქართულად. გამოცემაში ასევე მოცემულია პიროვნების ვინაობისა და დაბადება-გარდაცვალების თარიღი. ზოგჯერ ძირითად სახელთან ერთად მითითებულია პარალელური სახელი და ორგვარი დაწერილობა (უპირატესობა ერთ-ერთს აქვს მინიჭებული).
ლექსიკონის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნის ი. გიგინეიშვილს. საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. ლექსიკონი მთლიანად წაკითხა და გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. წიგნის მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს სალიტერატურო კონტროლის რედაქტორებმა: მ. დუგლაძემ, მ. მაკალათიამ, რ. ფოფხაძემ და ე. ჯაშმა.
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363