ქართული დამწერლობა - გასაგები ყველასთვის

ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გაზეთ “24 საათში” 2008 წლის 20 დეკემბერს (ავტორი - სოფო კილასონია), რომელიც ეძღვნება ქართული ენციკლოპედიის კიდევ ერთ გამოცემას - “ქართული დამწერლობა”.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა “თიბისი” ბანკის სათაო ოფისში 2008 წლის 19 დეკემბერს.
ამ მოვლენას გამოეხმაურა აგრეთვე გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” სტატიით - “გზა ასომთავრულით მხედრულამდე” (25 დეკემბერი, 2008 წ. ავტორი - რუსუდან მუხიგულაშვილი), რომელშიც ჟურნალისტი აღნიშნავს: “წიგნში “ქართული დამწერლობა” განხილულია, თუ რა გრაფიკული ცვლილებები განიცადა საუკუნეების მანძილზე ქართული ანბანის სამივე სახეობამ _ ასომთავრულმა, ნუსხურმა და მხედრულმა”.
თავად წიგნის ავტორმა _ ელენე მაჭავარიანმა პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას ამცნო, რომ მისი სიყვარული ქართული ანბანისადმი განპირობებულია ორ შესანიშნავ ადამიანთან - რენე შმერლინგთან და ილია აბულაძესთან შეხვედრით.
წიგნის გამოცემა და პრეზენტაცია გაშუქდა აგრეთვე ტელეკომპანიების - “იმედი”, “რუსთავი-2”, “ივერია” და სხვათა მიერ.

Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363