გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 2008 წელს, მომზადდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ. იგი პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედიაა, რომელშიც ასახულია ქართული ენის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები (ძველი დროიდან თანამედროვე ქართულის ჩათვლით), ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარება, ამ დარგში ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევები. „ქართული ენის" მომზადებაში, ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ჰუმანიტარულმა დაწესებულებამ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ისტორიის ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეცნიერთა ფართო წრემ. ენციკლოპედიაში მოცემულია სისტემური ცოდნა ქართული ენის, მისი შესწავლის თანამედროვე დონის შესახებ; ცნობები კავკასიურ და აგრეთვე იმ ენებზე, რომლებსაც ისტორიულად საქართველოსთან კულტურული ან სხვა სახის კონტაქტი ჰქონდათ; წარმოდგენილია ცნობები ქართული მწიგნობრობის კერების, ქართული დამწერლობის როგორც ეპიგრაფიკული, ისე ხელნაწერი ძეგლების თაობაზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ენციკლოპედია „ქართული ენის" შექმნის ინიციატივა ეკუთვნის აკად. ბ. ჯორბენაძეს. გამოცემაზე მუშაობის ერთობლივი პროექტი ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას შორის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ ბ. ჯორბენაძის გარდაცვალების (1993) გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 90-იანი წლების ბოლოს ენციკლოპედიაზე მუშაობა განახლდა და მეცნიერთა სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის ძირითად სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ენციკლოპედია „ქართული ენა". შემდგენელი: ი. ქობალავა, რედაქტორი: გ. კვარაცხელია.
სარედაქციო კოლეგია: ზ. აბაშიძე, ა. არაბული, შ. აფრიდონიძე, გ. ბურჭულაძე, გ. გოგოლაშვილი, ნ. ლოლაძე (პასუხისმგებელი მდივანი), ზ. სარჯველაძე, ა. საყვარელიძე, ვ. სილოგავა, მ. ქავთარია.
ენციკლოპედიის ძირითადი სამუშაო ჯგუფი: ი. აბაშიძე, ნ. გიოშვილი, თ. დვალი, მ. თუშიშვილი, ო. ლაბაძე, მ. სილაგაძე, შ. ანჯაფარიძე, თ. დოლიძე, მ. მაკალათია, რ. ფოფხაძე, ნ. ქაფიანიძე.
ენციკლოპედიის გამოცემა შესაძლებელი გახდა თიბისი ბანკისა და ბატონ მ. ხაზარაძის ფინანსური მხადრაჭერით.