საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი



გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 1989 წელს, მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის მონაწილეობით.
სარედაქციო საბჭო: ი. აბაშიძე (თავჯდომარე), ა. კობახიძე, ქ. ლომთაძე, ა. საყვარელიძე, ც. ცერცვაძე, მ. ჭაბაშვილი, ბ. ჯორბენაძე.
ლექსიკონის დანიშნულებაა გვიჩვენოს უცხოურ ტოპონიმთა სწორი დაწერილობა. განმარტება მოცემულია მოკლედ.
გამოცემის მთელი მასალის პირველადი რედაქცია ეკუთვნის ი. გიგინეიშვილს. საბოლოო რედაქცია გაუკეთეს მ. ჭაბაშვილმა და ა. კობახიძემ. ლექსიკონი მთლიანად გააკონტროლა ა. ჭანტურიამ. წიგნის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით სალიტერატურო კონტროლის რედაქტორებს: მ. დუგლაძეს, მ. მაკალათიას, რ. ფოფხაძეს და ე. ჯაშს.
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363