ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“

გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 2008.გამოცემაში დეტალურადაა ასახული თბილისის ქუჩების ადგილმდებარეობა, ისტორია, არქიტექტურული სახე და ღირსშესანიშნაობანი; მოცემულია ცნობები ტოპონიმთა და იმ პირთა შესახებ, ვისი სახელობისაც იყო და არის ესა თუ ის ქუჩა.
წიგნს თან ახლავს სახელშეცვლილი ობიექტების სია, 117 სქემატური რუკა თავისი საძიებლით, სადაც მითითებულია 2500-ზე მეტი ობიექტის კოორდინატი და 260-მდე ფოტოილუსტრაცია.
გამოცემის სრულყოფისათვის დამუშავდა სხვადასხვა წლებში შედგენილი კავკასიის კალენდრები (თანდართული თბილისის გეგმებით), ქუჩების ცნობარები, თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალა და საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული შესაბამისის ლიტერატურა.
სარედაქციო კოლეგია: ზ. აბაშიძე (კოლეგიის თავმჯდომარე), გ. ბათიაშვილი, თ. ბერიძე, ა. საყვარელიძე, ზ. ჭელიძე.
ძირითადი სარედაქციო სამუშაო ჯგუფი: ზ. ჭელიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნ. გიოშვილი, თ. გიორგაძე, თ. დვალი, ც. ვაშაკიძე, ე. ლოლუა, ნ. ქაფიანიძე.
ენციკლოპედიის გამოცემა შესაძლებელი გახდა თბილისის მერიის თანადგომითა და მხადრაჭერით.
Georgian
Fatal error: Call to undefined function drupal_mail() in /usr/local/www/encyclopedia/public_html/modules/update/update.fetch.inc on line 363