გამოსცა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ 2002 წელს. სარედაქციო კოლეგიის წევრები: გ. ბათიაშვილი, ო. გაგუა, ივ. ზოდელავა, ა. თავხელიძე, ვლ. კახაძე, ო. ლითანიშვილი, მ. ლომია, ო. ლორთქიფანიძე, მ. მდივანი, რ. მეტრეველი, დ. მუსხელიშვილი, ა. საყვარელიძე (მთავარი რედაქტორი), ზ. ტატაშიძე, გ. შერაძე, თ. ჩირგაძე.ძირითადი სამუშაო ჯგუფი: ი. ბერაძე, თ. ბერიძე, ო. გაგუა, ნ. გიოშვილი, შ. ვადაჭკორია, ნ. მგალობლიშვილი, კ. მეგრელიშვილი, ლ. ნიკოლაიშვილი, ა. საყვარელიძე, თ. ფერაძე, დ. ქარსელაძე, შ. ცირეკიძე, კ. ცხაკაია, ზ. ჭელიძე.
მხატვრობა - შ. ნიორაძე, გ. წერეთელი,
მაკეტი - ბ. ასათიანი, ნ. თათულაშვილი. ენციკლოპედია „თბილისი“ პირველი ქართული სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც ერთ ქალაქს ეძღვნება. მასში თავმოყრილი და სისტემაში მოყვანილია ძირითადი ცნობები ჩვენი დედაქალაქის შესახებ. იგი არსებითად განსხვავდება უნივერსალური ენციკლოპედიებისაგან როგორც სტრუქტურით, ისე ტერმინთა შერჩევის პრინციპებით. გამოცემას საფუძვლად დაედო როგორც ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის, ისე საზღვარგარეთის მდიდარი ენციკლოპედიური გამოცდილება. წიგნი განაზოგადებს, აზუსტებს, ხშირ შემთხვევაში კი კონკრეტული მონაცემებით ავსებს მკითხველის ცოდნას თბილისის ცხოვრების ამა თუ იმ მხარეზე.
ენციკლოპედია „თბილისის“ გამოცემა შესაძლებელი გახდა თბილისის მერის, საკრებულოსა და მთავრობის ფინანსური დახმარებითა და მუდმივი მხარდაჭერით.